11/11/2023
18:53
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში ომში, ევროპაში იქნება ახალი იმპერიალისტური ძალა, რომელიც შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე მთელ კონტინენტს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ცხადია, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი“, -აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობაა უკრაინის მხარდაჭერა. მან ასევე თქვა, რომ შემდეგი თვე იქნება კრიტიკული.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დრო ჯერ არ არის. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გამართვის გადაწყვეტილება მხოლოდ კიევის მისაღებია.
ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ შესაძლოა, „სამართლიანი და კარგი მოლაპარაკებებისთვის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და რუსეთთან გამოსავლის პოვნის დრო დადგეს“.
0
0