
ბევრი ქვეყნის პოზიციაში სულ უფრო იმატა რეალიზმმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - იუწყება "რია ნოვოსტი".
"რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის უკრაინასთან, ევროპასა და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ, როცა „მოლაპარაკებები მტკიცე და მდგრად შედეგს გამოიღებს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, მან თურქულ მხარეს აცნობა რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 18 თებერვალს ერ-რიადში გაიმართა.
მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლებელი გახდა „ნორმალური დიალოგის გამართვა, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა“.
დღესვე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რიადში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულ მხარეს ჯერ კიდევ არ ესმის, რა არის აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით.
0
0