15/11/2024
19:44
კონფლიქტები
მოსკოვი შეშფოთებულია ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაციის განვითარებით, იმედოვნებს მის მოგვარებას მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით და არ ერევა მასში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩვენს მეზობელ მეგობრულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები კვლავ გამწვავდა. სამწუხაროდ, ოპოზიციურმა ძალებმა შესაძლებლად ვერ მიიჩნიეს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის გზით გადაჭრა. ეს გასცდა საკანონმდებლო ჩარჩოს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია“, - თქვა ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიქმნა კრიზისული ვითარება, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას. მან დასძინა, რომ მსგავსი სცენარები ხელს არ უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისთვის.
0
0