17/03/2023
12:46
მსოფლიო
„რუსეთი თავისი ხომალდების მობილიზებას აძლიერებს შავ ზღვაში, სადაც უკრაინელი სამხედროების თქმით, „ისედაც გემების საკმაოდ ატიპიური რაოდენობაა“, ამის შესახებ CNN წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსული გემების გაზრდილი რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს როგორც "ზღვაზე მათი დომინირების დემონსტრირება" - რუსული გამანადგურებლის მიერ ამერიკული სადაზვერვო დრონის ჩამოგდების შემდეგ.
„შავი ზღვის აკვატორიაში თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, პენტაგონი კონკრეტული მარშრუტის პოტენციური სადაზვერვო ღირებულებისა და რუსეთთან ესკალაციის რისკის შედარებას გეგმავს. იმავდროულად, აშშ ხედავს, რომ რუსეთმა სადაზვერვო დრონის ნამსხვრევები ამოიღო“, - აღნიშნა CNN-თან საუბრის დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ინციდენტის შემდეგ მნიშვნელოვანია, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის ხაზები ღია იყოს.
ვაშინგტონში ამერიკელმა სენატორმა მარკ უორნერმა აღნიშნა, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტი ელოდება დამატებით ინფორმაციას თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, მაგრამ ეს აშკარა ნიშანია, რომ მოსკოვი "არახელსაყრელ მდგომარეობაშია ჩაყენებული".
0
0