
რუსეთმა დაადასტურა, რომ შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ხომალდი უკრაინის საჰაერო ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის დროს განადგურდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფეოდოსიის რაიონში, დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი" უკრაინული საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით განადგურდა.
მანამდე კი, უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა რუსული ხომალდი გაანადგურეს.
ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აქსიონოვმა დასძინა, რომ 6 შენობა დაზიანდა და მცირე რაოდენობის ხალხი დროებითი განსახლების ცენტრებში გადაიყვანეს.
როგორც BBC-ი წერს, პორტის სატრანსპორტო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
0
0