26/07/2023
12:46
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის მხრიდან შესაძლოა შავი ზღვის რეგიონში ძალადობის რისკები უფრო გაიზარდოს.
სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ხომალდების „დისლოცირების ადგილის შეცვლა“ დაიწყო მას შემდეგ, რაც შეთანხმება დატოვა „უკრაინის საზღვაო ბლოკადის განხორციელების მიზნით“.
„რუსეთმა „სერგეი კოტოვი“ (თანამედროვე კორვეტის ტიპის ხომალდი), ოდესასა და ბოსფორის სრუტეს შორის არსებულ სანაოსნო გზაზე პატრულირებისთვის განათავსა, რომელიც სტამბოლის შუაგულში გადის,“ - ნათქვამია სამინსიტროს განცხადებაში.
25 ივლისს, როგორც რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, ღამით, საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უკრაინული უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს, თუმცა თავდასხმაში მონაწილე ორივე დრონი განადგურდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობს "რეალური შესაძლებლობა", რომ „სერგეი კოტოვი“ გამოიყენებოდეს უკრაინისკენ მიმავალი კომერციული გემების დასაკავებლად.
0
0