04/04/2023
12:11
მსოფლიო
ბრიტანული სამხედრო სადაზვერვო სამსახურის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ, რომ „ვაგნერის ჯგუფი“ საბრძოლო მოვალეობის შესრულებიდან გაათავისუფლონ.
„ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერს ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული "აშკარა შუღლის" გამო, ტრადიციული რეგულარული არმია იძულებული გახდა ალტერნატიული კერძო სამხედრო კომპანია დაეფინანსებინა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომლის შეფასებით, კრემლი „ვაგნერის“ მსგავსი კომპანიებისათვის უფრო დიდ მსხვერპლს ითვალისწინებს, ვიდრე რეგულარული არმის სამხედრო დანაკარგებს.
„რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს დააფინანსოს და განავითაროს ალტერნატიული კერძო სამხედრო კომპანიები, რათა საბოლოოდ ჩაანაცვლოს „ვაგნერის ჯგუფი“, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვან საბრძოლო როლს ასრულებს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ევგენი პრიგოჟინი ომის დაწყების დღიდან მუდმივად აკრიტიკებდა ტრადიციულ რუსულ სამხედრო ხელმძღვანელობას, რის შედეგადაც, რუსმა სამხედროებმა მის ჯგუფს საბრძოლო მასალის მიწოდება შეუწყვიტეს. „თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი რანგის სამხედროებიდან „ვაგნერის ჯგუფის“ გამორიცხვის სურვილი დიდია, ამჟამად ვერცერთი სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვერ უახლოვდება „ვაგნერის“ საბრძოლო ძალას,’’ - დასძინა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
0
0