31/07/2023
11:17
საზოგადოება
"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - ახალგაზრდული მოძრაობა "ჯიუტები" 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას აანონსებენ.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს და აცხადებენ, რომ რუსთაველზე შეიკრიბებიან.
"დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი.
ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად.
ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს.
სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს!
საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად," - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება - საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა და ახლა სავარაუდოდ ტურისთვის ემზადებიან.
0
0