
რუსეთი უკრაინასთან ომში მოახლოებული მარცხისთვის და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების 17 წლის მცხოვრებლების მობილიზებისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მან განაცხადა, რომ „უკრაინასთან ომში დანაკარგების ფონზე, რუსეთი ემზადება თავისი ჯარების მოახლოებული დამარცხებისთვის” და აღნიშნა, რომ ”რუსეთში მობილიზაცია არ წყდება: არის ნიშნები, რომ ახალი, უფრო ძლიერი ტალღები, ფორმები, მეთოდები და აღრიცხვის სისტემები მზადდება”.
იუსოვის თქმით, „საუბარია უკვე ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მცხოვრებ 17 წლის მოზარდებზე, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება საზღვარგარეთ წასვლით მობილიზაციას აარიდონ თავი“.
„ეს ომი რუსეთში ყველას შეეხება, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ რეჟიმის დამხობისა და ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების გარეშე მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება“ - განაცხადა გური-ს წარმომადგენელმა.
0
0