
"რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას sova.news-ი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, მოსკოვმა მის პარტნიორებს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა ტიპის საერთაშორისო ფორმატებში მიიღებს მონაწილეობას.
„თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“, - განაცხადა ზახაროვამ.
მან კონფერენციაზე 3+3-ის ფორმატზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის, რომ რეგიონის ქვეყნები "ერთად დაუპირისპირდნენ საერთო საფრთხეებს".
„ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის რეგიონის კიდევ უფრო ფართო სპექტრის ქვეყნების ინტერესების გაერთიანებას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მუშაობდეს მათ შორის არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრაზე, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე, საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან საბრძოლველად" - განაცხადა ზახაროვამ
0
0