13/12/2024
13:25
მსოფლიო
,,რუს დეპუტატებს სურთ, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს წესები, რომლებიც არეგულირებს "უცხოური აგენტების" მიერ მიღებულ შემოსავლებს, რაც მოიცავს თითქმის ყველა სახის ქონებას,“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის კანონმდებლობა, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც მხარდაჭერას რუსეთის ფარგლებს გარეთ იღებს ან იმყოფება უცხოური გავლენის ქვეშ, ავალდებულებს, რომ დარეგისტრირდეს, როგორც „უცხოური აგენტი“ - ,,იარლიყი“, რომლისთვისაც მახასიათებელია საბჭოთა პერიოდის დროინდელი ნეგატიური კონოტაციები და მძიმე ბიუროკრატიული მოთხოვნები. როგორც რუსი დეპუტატი აცხადებს, მოქმედი კანონი 1938 წლის აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე ნაკლებად მკაცრია, თუმცა რუსეთის კანონი გაყოფილი ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის მიმართ გამოიყენება.
,,დუმა ცდილობს წესების გამკაცრებას იმაზე მეტად, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული. თავდაპირველად, ინტელექტუალური საქმიანობით [ეს ეხება ნებისმიერ ბრენდს, მეცნიერებას, ლიტერატურულ და ხელოვნების ნიმუშებს, სპექტაკლებს, მაუწყებლობას, გამოგონებებსა და სავაჭრო ნიშნებს] შემოსავლის მისაღებად ყველა "უცხოურ აგენტს" უნდა გამოეყენებინა რუბლისთვის განკუთვნილი სპეციალური ანგარიშები. კანონმდებლებს კიდევ უფრო შორს წასვლა სურთ. დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, "უცხოურმა აგენტებმა" ასევე ქონების, მანქანების რეალიზაციიდან, ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, დეპოზიტების პროცენტები და დივიდენდები უნდა გადაიტანონ ანგარიშებზე. საკანონმდებლო პროექტის მეორე მოსმენა 17 დეკემბერს იგეგმება,“ - თქვა ვოლოდინმა.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მომხრეების განცხადებით, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი აუცილებელია იმისთვის, რომ აღიკვეთოს რუსეთის საშინაო საქმეებში დასავლეთის ჩარევის მცდელობები იმ ფონზე, როდესაც პუტინი უკრაინასთან კონფლიქტს რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მარიონეტულ ომს უწოდებს.
პუტინის ოპონენტების მტკიცებით, ,,კანონი რეპრესიების რთული სისტემის ნაწილია, რომელმაც რუსეთი მყიფე ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია და ახშობს რუსეთის ლეგენდარულ მხატვრულ და სამეცნიერო შემოქმედებით საქმიანობებს“.
0
0