01/03/2023
14:15
მსოფლიო
რუსეთი „ცრუ დროშის ოპერაციის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბრძოლის ველზე რუსული არმიის წარუმატებლობისგან ყურადღების გადასატანად - ამის შესახებ, “ომის შესწავლის ინსტიტუტი” აცხადებს.
მოსკოვისა და ვლადიმერ პუტინის მიერ "მომაბეზრებელი ბირთვული საფრთხეების" შესახებ შეცდომაში შემყვანი გაფრთხილებების ხშირად გაჟღერება ასევე იმაზე მეტყველებს, რომ რუსი ოფიციალური პირები ბრძოლის ველზე რუსული ჯარის წარუმატებლობის დაფარვას ცდილობენ.
რუსეთი ასევე ცდილობს, რომ დასავლეთიდან უკრაინისთვის ტანკების მიწოდება შეაფერხოს, რადგან დასავლური ქვეყნები უკრაინას დაგეგმილ კონტრშეტევაში ეხმარებიან, - განაცხადა აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტმა.
28 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა აშშ უკრაინაში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით პროვოკაციის მოწყობის დაგეგმვაში დაადანაშაულა. მანამდე კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კიევი, „ცრუ დროშის ოპერაციის“ ფარგლებში, უკრაინის მასშტაბით, რადიაციულ ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს, რაც რუსეთს უნდა დააბრალოს.
ანალიტიკური ცენტრი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვის უმაღლესი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებენ „ცრუ დროშის ოპერაციის“ პროპაგანდას, რადგან უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება.
0
0