18/05/2023
09:24
მსოფლიო
რუსი ოკუპანტები, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტრშეტევების ფონზე, ფრონტის ამ ნაწილში ინიციატივას კარგავენ, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ უკრაინული ძალების წარმატებებს ახლა ადასტურებს როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
კერძოდ, ინსტიტუტი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, წერს შეიარაღებული ძალების წინსვლის შესახებ ბოგდანოვკას (ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ) და ივანივსკის (ბახმუტის დასავლეთით 6 კმ) მიდამოებში.
ამავდროულად, „ვაგნერის“ PMK-ის ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა გააკრიტიკა შოიგუს, უკან დახევის გამო.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული კონტრშეტევები შეზღუდული ხასიათისაა, ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ინიციატივის დაკარგვა ბრძოლის ველზე“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
ექსპერტები დასძენენ, რომ ქალაქში და მის შემოგარენში კვლავ ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
0
0