
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ისრაელის რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრები გამართა.
"რუსეთი ჩვენთვის იგივეა, რაც ირანი ისრაელისთვის. აქ ყველას კარგად ესმის ეს წინადადება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირ-ისრაელის ასოცირების საბჭოს შესახებ, რომელიც ღია დისკუსიის, პოზიციების კოორდინაციისა და გლობალური პრობლემების გადაწყვეტის ძირითადი პლატფორმაა", - თქვა ლიპავსკიმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების დროს, იან ლიპავსკიმ მხარი დაუჭირა ისრაელს ტერორიზმთან ბრძოლაში. საპასუხოდ, ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას მხარდაჭერისთვის. ლიპავსკიმ მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან და ქნესეთის სპიკერთან ამირ ოჰანასთან, ასევე გახსნა ნატოს საკონტაქტო საელჩო, რომლის ფუნქციები ახლახანს ჩეხეთის საელჩომ აიღო.
მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო გეოპოლიტიკური საკითხები, განსაკუთრებით უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები და მათი გლობალური ხასიათი.
0
0