
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, აშშ მოსალოდნელი „შედეგების“ წინაშე დადგება მას შემდეგ, რაც ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის ბლოგის მიხედვით გაირკვა - 2022 წლის ზაფხულში ( BALTOPS 22), Nord Streams-ის („ჩრდილოეთ ნაკადის“) ქვეშ მომხდარი აფეთქებების უკან ვაშინგტონი დგას.
რიაბკოვის თქმით, სეიმურ ჰერშის განცხადება რუსეთისთვის მოულოდნელი არ იყო. თეთრმა სახლმა არ დაადასტურა სეიმურ ჰერშის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ გასული წლის სექტემბერში გაზსადენებზე თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანებით განხორციელდა.
დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ამერიკელი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ფაქტები საერთაშორისო გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს“ და ხაზი გაუსვა, რომ „ბაიდენი და მისი თანამზრახველები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ“.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა „კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ტერაქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს“. მანამდე, მტკიცებულებების გარეშე, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების ქვეშ მომხდარი აფეთქებების უკან დასავლეთი იდგა. შვედეთისა და დანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი „უხეში დივერსიაა“, თუმცა დამნაშავე არ დაუსახელებიათ.
0
0