22/11/2023
20:28
მსოფლიო
რუსეთის მთავრობამ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში აკრძალვა დიზელის საწვავის ექსპორტზეც გააუქმოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა ფედერაციის საბჭოში „სამთავრობო საათზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ვითარების დასტაბილურდა, ბაზარი ამჟამად გაჯერებული, დაბალანსებულია და ამ გადაწყვეტილებებმა თავისი ფუნქცია შეასრულეს, ამიტომ გასულ კვირას აკრძალვა ძრავის ბენზინის ექსპორტზე მოიხსნა, რაც უახლოეს მომავალში დიზელის საწვავზეც მოიხსნება.
„სექტემბრის მეორე ნახევრიდან ბირჟაზე ფასები, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა და, რაც მთავარია, დემპერი დაბრუნდა, ეს დემპერი კი საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ეკონომიკური სტიმული ნავთობპროდუქტების, პირველ რიგში, შიდა ბაზარზე მიწოდებისთვის და არა ექსპორტისთვის,“ - ამბობს ნოვაკი.
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო, რასაც რიგი გამონაკლისები ერთვოდა. 6 ოქტომბერს შეზღუდვები მილსადენებით დიზელის საწვავის საზღვაო პორტებში ექსპორტზე გაუქმდა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც შიდა ბაზარს წარმოებული დიზელის, მინიმუმ, 50%-ს აწვდიდნენ. შემდეგ, 17 ნოემბრიდან მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვაც გააუქმა.
0
0