08/12/2022
13:08
მსოფლიო
„ჩვენ ჯერ არ გავგიჟებულვართ, თუმცა არ გამოვრიცხავ შესაძლო პირველ დარტყმას, თუ რუსეთს საფრთხე დაემუქრება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, კითხვის საპასუხოდ, გამოიყენებს თუ არა ის ბირთვულ იარაღს უკრაინაში.
რუსეთის პრეზიდენტმა იარაღს შემაკავებელი საშუალება უწოდა, მაგრამ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა „მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას“ გამოიყენებს თავისი ინტერესების დასაცავად,
"ჩვენ ჯერ არ გავგიჟებულვართ; სრულიად გვესმის, რა არის ბირთვული იარაღი", - განუცხადა პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს ერთ-ერთ წევრს სატელევიზიო კომენტარებში.
”ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და ის უფრო მოწინავე და თანამედროვეა, ვიდრე სხვა სახელმწიფოების ბირთვული ძალა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ იარაღით მთელი მსოფლიო ავაფეთქოთ. იარაღი კონფლიქტის შემაკავებელი ფაქტორია და არა ესკალაციის პროვოცირების მიზეზი”, - თქვა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა თეორიულ დონეზე მაინც არ გამორიცხა პირველი დარტყმა. მისი თქმით, რუსეთს აქვს დოქტრინა „გაფრთხილების შესახებ“, რომლის თანახმადაც, რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, სხვების გაფრთხილების მიზნით, თუ ის გახდება გარდაუვალი ბირთვული ან ჩვეულებრივი თავდასხმის სამიზნე, რომელიც სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის.
პუტინის განცხადებით, ომი უკრაინაში შეიძლება “გრძელვადიანი პროცესი” იყოს.
„რაც შეეხება “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგებს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გრძელვადიანი პროცესი იყოს. რუსეთი არ გეგმავს კონფლიქტის შეწყვეტას უახლოეს მომავალში. მობილიზაციის მორიგი ტალღის გამოცხადება მომავალი წლისთვის საჭირო აღარ იქნება.
გაწვეული 300 000 რეზერვისტიდან დაახლოებით ნახევარი გაიგზავნა ზონაში, რასაც მოსკოვი უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. მობილიზებული მოქალაქეების ნახევარი საერთოდ არ არის ფრონტის დაჯგუფებაში, ისინი ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებსა და სასწავლო ცენტრებში იმყოფებიან, სადაც დამატებით წვრთნას გადიან. ეს ე.წ. საბრძოლო რეზერვია”, - დასძინა პუტინმა.
0
0