25/04/2023
08:16
მსოფლიო
რუსეთმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ მისცა ვიზა ჟურნალისტებს, რომლებსაც სურდათ გაეშუქებინათ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუშაობა. ლავროვი ვარაუდობს, რომ მოსკოვს ძლიერი საპასუხო რეაქცია ექნება, - წერს „ასოშეიტედ პრესი"
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ვიზაზე უარის თქმის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა. ჟურნალისტები ცდილობდნენ გაეშუქებინათ ლავროვის გამოსვლა გაეროში, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის თავმჯდომარეობით გაიმართა..
„ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ყველაზე ძლიერ, ყველაზე ინტელექტუალურ, თავისუფალ და სამართლიან ქვეყანას, შეშინდა და რაღაც სისულელე ჩაიდინა, აჩვენა, თუ რა ფასი აქვს მის ფიცს სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ“, - თქვა ლავროვმა მოსკოვიდან ნიუ-იორკში გამგზავრების წინ და იქვე დასძინა:
„დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ”.
„ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვიპოვით ამაზე რეაგირების გზებს, რათა ამერიკელებს დიდხანს ახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
0
0