30/12/2024
11:14
მსოფლიო
რუსეთი „მშვიდობის სამიტში“ მონაწილეობას არ მიიღებს და არ მიჰყვება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ რაზე მიუთითებს ზელენსკის საჯარო აღიარება დაკარგული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების შესახებ. ეს ფიგურა ყოველთვის რაღაცას აცხადებს. სიმართლე გითხრათ, ამას აღარ ვაკვირდებით. ჩვენ გვჯერა არა განცხადებების, არამედ ფაქტების, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კიევის რეჟიმს ეხება“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი „მშვიდობის სამიტში“ მონაწილეობას არ მიიღებს.
„არაერთხელ განვმარტე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ „მშვიდობის სამიტში“ მონაწილეობას, თუნდაც მოწვევა მივიღოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.
0
0