
რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა, მომავალ წელს კიევისთვის უკიდურესად არახელსაყრელი პირობებით დასრულდეს, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს.
„პოლიტიკოს“ მიმომხილველის, ჯეიმი დეტმერის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება.
დეტმერი მიიჩნევს, რომ ეს სავალალო პერსპექტივა დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ევროკავშირი ვერ შეთანხმდა 210 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული აქტივების გამოყენებაზე, რაც კიევს მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემდა.
„რეპარაციის სესხის წინადადების ჩავარდნა, რომლებიც ძირითადად ბელგიის კლირინგ ბანკში იყო გაყინული, უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში გარანტირებულ დაფინანსებას ართმევს“, – განმარტავს ის.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირი უკრაინას მაინც მიაწვდის მნიშვნელოვან დაფინანსების პაკეტს 90 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავიდან აიცილებს დაფინანსების დეფიციტს მომავალი წლის დასაწყისში, პაკეტი ორწლიანია და ეს საკმარისი არ იქნება, რათა უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს.
0
0