24/12/2023
12:30
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონი 88-ჯერ დაბომბეს - ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, "გრადებიდან", ტანკებიდან, ZU-23-2-დან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 425 ჭურვი ისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, რუსული აგრესიის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, ხერსონში 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი.
ამასთან, ღამით რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. საარტილერიო ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 87 წლის მამაკაცი და მისი 81 წლის მეუღლე დაიღუპნენ.
ამასთან, ქალაქის ცენტრალურ უბანში, ნანგრევების გაწმენდისას, მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მისი ვინაობა დგინდება.
0
0