რუსებმა ხარკოვის ოლქში, რკინიგზის სადგურის ტერიტორია დაბომბეს - არიან დაშავებულები
25/04/2024
19:23
მსოფლიო
A-
+A
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს, შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"ოკუპანტებმა ბალაკლიას დაარტყეს, რკინიგზის სადგურთან. დაშავდა ხუთი ადამიანი - სამი ქალი და ორი კაცი,"- განაცხადა სინეგუბოვმა, მოგვიანებით კი დაამატა, რომ დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით ადგილზე ყველა სერვისი მუშაობს.
ბალაკლიას სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ში მოსახლეობას სთხოვს, არ მიუახლოვდნენ რკინიგზის სადგურს.
0
0
120
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%