26/02/2024
08:32
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%201(1).jpeg )
რუსეთის ძალებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები კვლავ დახვრიტეს, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
"კიდევ ერთი ომის დანაშაული, სავარაუდოდ, 2024 წლის 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში მოხდა. ვიდეოში, რომლის მოპოვებად მოვახერხეთ, ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ნებდებიან: მათ ხელები მაღლა აქვთ აწეული, აჩვენებდნენ, რომ უიარაღოები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. რუსებს ისინი ტყვედ უნდა აეყვანათ, ნაცვლად ამის დაუნდობლად დახვრიტეს", - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.
ამასთან ლუბინეცისთვის უცნობია, თუ ზუსტად რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს რუსმა სამხედროებმა. „ისინი სულ მცირე 7 იყვნენ“, - აღნიშნა ლიუბინეცმა და დასძინა, რომ მსგავსი დახვრეტა ომის დანაშაულს წარმოადგენს.
მანამდე, 20 თებერვალს, New York Times-მა დაწერა, რომ დონეცკის რაიონის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების უკან დახევის დროს, შესაძლოა, რამდენიმე ასეული უკრაინელი ჯარისკაცის დატყვევება მოხდა. გამოცემა თავად სამხედროებისა და დასავლელი შეფასებებს ეყრდნობოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავდეევკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანის დროს დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ ოფიციალურად არ იუწყება. უკრაინელ სამხედრო ტყვეთა რაოდენობის შესახებ შეტყობინებაზე კომენტარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროსაც არ გაუკეთებია.
რადიო თავისუფლება
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
27/07/2024