25/01/2023
01:04
პოლიტიკა
დღეს ღამით თბილისში რუსებისა და ირანელების ერთობლივი მანიფესტაცია გაიმართა, მათ ქვეყნებში არსებული ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა მანიფესტში განაცხადეს, „ჩვენი ხალხი დაზარალდა საშიში დიქტატორებისგან, რომლებიც დღეს საფრთხეს უქმნიან ყველა მათ მეზობელს და მთელ მსოფლიოს. პუტინი ახლა ატერორებს უკრაინის მოსახლეობას და ამაში მას ირანის ხამენისტური რეჟიმი ეხმარება საბრძოლო მასალისა და თვითმფრინავების მიწოდებით.
დასავლურ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ დღე და ღამე დიქტატურები კლავენ ადამიანებს.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უფრო გადამწყვეტი მოქმედება მათთან საბრძოლველად.
ჩვენს თანამემამულეებს უნდა შევახსენოთ, რომ დიქტატურაზე გადამწყვეტი დარტყმის მიტანა ჩვენზეა დამოკიდებული.
დაიმახსოვრე სოლიდარობა და არ დატოვო ამხანაგები გასაჭირში.
ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის შეჩერება!
ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოს და მისი ხალხის იმისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად, სიცოცხლის მოსპობის შიშის გარეშე, აქ ჩავატაროთ აქციები და პროტესტი“. - აღნიშნულია მანიფესტში.
ფოტო: SOTA
0
0