
რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეში 101 წლის გადამდგარი სამხედრო მოსამსახურე, გენერალი რადუ თეოდორუ ფიგურირებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, რადუ თეოდორუსთან სახლში გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ, თუმცა ის არ არის დაკავებულებს შორის.
როგორც მედია წერს, გადამდგარი გენერალ-მაიორი რადუ რუმინეთში ცნობილია ხისტი ანტისემიტიზმით.
პროკურატურა აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შექმნილი შეთქმულთა დაჯგუფება შექმნილი იყო როგორც ლეგალური ორგანიზაცია და მას ჰქონდა სამხედრო ტიპის სტრუქტურა. რუმინეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებულია 6 პირი, რომლებიც ამ დაჯგუფების წევრები იყვნენ. მათი ამოცანა რუმინეთის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შერყევა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზემოქმედება იყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს შექმნილი დაჯგუფების წევრები ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოყვანას, არსებული კონსტიტუციური წესრიგის განადგურებას, რუმინეთის სახელმწიფო დროშის, ჰიმნისა და სახელწოდების შეცვლას გეგმავდნენ.
0
0