24/11/2023
23:43
მსოფლიო
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ განაცხადა, რომ რუმინეთის საზოგადოება არ არის მზად, მხარი დაუჭიროს ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაისში დაადგინა, რომ რუმინეთმა ვერ შეძლო ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებების უზრუნველყოფა მათი ურთიერთობების აღიარებაზე უარის თქმით.
კითხვაზე, აღასრულებს თუ არა რუმინეთი გადაწყვეტილებას, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
რუმინეთის საზოგადოება ამ დროისთვის მზად არ არის [ამ] გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არ არის ჩემს პრიორიტეტებში და არ ვფიქრობ, რომ რუმინეთი მზად არის. მე არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, მეგობრები მყავს, რომლებიც კაცთან ურთიერთობებში არიან, ამის პრობლემა არ მაქვს, ახლა პრემიერის გადმოსახედიდან ვლაპარაკობ.
0
0