27/06/2025
17:48

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა მოლდოვის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ვადად 4 ივლისი დაასახელა - ამ დღეს ევროპა-მოლოდვის პირველი სამიტი იმართება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც ამავე დღეს დაიწყება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
მან 4 ივლისი, როგორც მოლაპარაკებების დაწყების თარიღი 26 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ჩასვლის შემდეგ დაასახელა. რამდენიმე საათში ამ განცხადებიდან, მედიასთან საუბრისას მან თქვა, რომ წინა განცხადება "შეცდომა იყო", თუმცა არ აუხსნია რით იყო ეს შეცდომა გამოწვეყლი.
სინამდვილეში როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე? - ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ამ დროისთვის არ არსებობს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან პრობლემა არ აქვთ, თუმცა არ არის გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევები ერთად უნდა იქნეს განხილული თუ ცალ-ცალკე. უკრაინის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებას უნგრეთის მუდმივი წინააღმდეგობა ართულებს - მოლდოვის საკითხის ცალკე დაძვრის იდეას კი მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგებიც ჰყავს.
რაც ნამდვილად ცნობილია, ისაა რომ კიშინიოვში 4 ივლისს მაია სანდუს პირველად ექნება სამინიტი ევროკომიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად - ამ სამიტის დღის წესრიგი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
სამიტს წინ უწრებდა 2 ივნისს ევროკავშირის საბჭოს დასკვნითი დოკუმენტი, სადაც მხარდაჭერილია მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტი, ტეერიტორიული მთლიანობა, მდგრადობა და ეკონომიკური განვითარება.
„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოლდოვას რესპუბლიკასთან, რათა გააძლიეროს ქვეყნის მდგრადობა და სტაბილურობა იმ ფონზე, როცა რუსეთი მუდმივად ახორციელებს დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობას, მათ შორის ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვაა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
0
0