
ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად კენჭისყრა დაგეგმილია ხუთშაბათს.
ევროპარლამენტში მანდატების გადანაწილების გათვალისწინებით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა დიდი ალბათობით, საკმარის ხმებს ვერ მოიპოვებს. უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანებების „ევროპის სახალხო პარტიისა“ და სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალანსის ჯგუფის ლიდერებმა დებატების დროს უკვე განაცხადეს, რომ მათი პარტიები უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
დებატების დაწყებისას სიტყვით გამოვიდა უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის დანიშვნის ინიციატორი, ულტრამემარჯვენე რუმინელი ევროპარლამენტარი გეორგე პიპერეა, რომელიც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრია.
„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ევროკომისიამ დამამცირებლად ჩამოართვა უფლებამოსილებები წევრ სახელმწიფოებს და უგულებელყო ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების არადემოკრატიული კონცენტრაცია ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში ეწინააღმდეგება შემოწმებისა და ბალანსის პრინციპებს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გახდა არაგამჭვირვალე, დისკრეციული და იწვევს ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაზე შეშფოთებას“, – განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა.
მან გააკრიტიკა ევროკომისია კლიმატური, ეკონომიკური, მიგრაციული პოლიტიკის, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვისა და სხვა საკითხების გამო.
„ძვირფასო კოლეგებო, დღევანდელი ინიციატივა მოუწოდებს ევროპელებს გააზრების პროცესის დაწყებისკენ. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც ტოტალიტარიზმის 45-წლიანი გამოცდილება აქვს. გარწმუნებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის არცერთ მოქალაქეს სურს, ხელახლა გამოიაროს ის დრო. ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა, რუსულ ან ჩინურ მოდელზე. ყველა პრობლემის მიუხედავად, ხალხის ხმა გაგონილ იქნა. ჩვენ აქ ვართ, ევროკავშირის 450 მილიონი მოქალაქის სახლში. ისინი გვთხოვენ, რომ ეს სახლი დავასუფთაოთ. როგორც ჩერჩილმა თქვა, ეს დასასრულის დასაწყისია“, – განაცხადა რუმინელმა ევროპარლამენტარმა გეორგე პიპერეამ.
75 ევროპარლამენტარი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის
0
0