03/12/2023
16:24
მსოფლიო
ყველაზე გამხდარი ევროპელები რუმინეთში ცხოვრობენ. ჭარბწონიანი ამ ქვეყნის მოქალაქეთა მხოლოდ 9,4%-ია. შემდეგ ადგილზე 10,7%-ით იტალიელები არიან, ხოლო სამეულს 13,3%-ით ნიდერლანდერები ხურავენ. მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სამსახური, Eurostat ავრცელებს.
ჭარბი წონის პრობლემა ყველაზე მწვავედ მალტაში შეინიშნება, სადაც სიმსუქნეს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი განიცდის. ამ ანტირეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს ლატვია და უნგრეთი იკავებენ.
„ევროპულსი“ წერს, რომ ჭარბი წონა, ჩვეულებრივ, საკვებთან ასოცირდება, რომელიც ნაკლებ ბოსტნეულსა და ხილს შეიცავს. მისი დღიური ნორმა 5 პორციაა. თუმცა რუმინულების რაციონში მეტად მცირე რაოდენობის ბოსტნეული და ხილია.

რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, სიმსუქნის ალბათობა მით უფრო მაღალია. კერძოდ, 18-34 წლის ახალგაზრდებში ჭარბი წონის მხოლოდ 5-7%-ია, მაშინ, როცა 65-74 წლის ასაკის ადამიანებში ეს ყოველ მეხუთეს სჭირს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიმსუქნის დიაგნოზი ისმება, თუ სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტია. ინდექსი მეტრ-კვადრატ სიმაღლესთან სხეულის კგ-წონის თანაფარდობით გამოითვლება. თუ ეს თანაფარდობა 25-დან 30-მდეა, სხეულის მასა ჭარბწონიანად ითვლება.
წყარო: bpn.ge
0
0