
რუბიომ ტრამპი აიძულა, გაემკაცრებინა თავისი პოზიცია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ - The Financial Times
როგორც The Financial Times-ი წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ის პიროვნება გახდა, რომელმაც გავლენა მოახდინა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციის გამკაცრებაზე რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და ვენესუელასთან მიმართებით.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით „გასაოცარი თანმიმდევრულობა“ გამოავლინა. მან არა მხოლოდ არ უგულებელყო თავისი ღირებულებები, არამედ დაიცვა ისინი, რამაც აიძულა ტრამპი უფრო გაემკაცრებინა პოზიცია ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ვენესუელა. მარკო რუბიოს წყალობით, ამჟამად ამერიკული საგარეო პოლიტიკის ინტენსიფიკაცია ხდება და მსოფლიოში ამერიკის როლი დასტურდება“, - ნათქვამია სტატიაში.
ამავდროულად, რუბიოს ნდობით აღჭურვილმა პირებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო მდივანი აშშ-ის ადმინისტრაციაში „მთავარი საჭეა“ და თეთრ სახლს ყოველდღიურად აძლევს რჩევებს.
0
0