
მმართველ გუნდი მიიჩნევენ, რომ პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერის დავალებით ფასებზე საუბრით, ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკუთარი დუმილის გადაფარვას ცდილობს. ამ თემაზე კომენტარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
„როზნერი ექცა წყევლად „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პარტია იმდენად გაურბის ლგბტ პროპაგანდაზე საუბარს, რომ უკიდურესად სამარცხვინოდ იქცევა და ამის გასამართლებლად, მოიგონეს ისეთი პიარ-კამპანია, რომელიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორი პოპულისტები, დილეტანტები და ჩვენი ქვეყნის მტრები არიან სინამდვილეში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და როზნერის დავალება კიდევ ერთხელ ამხილა. შოთა ფალავანდიშვილის მიერ 3 დღის წინ გამოქვეყნებული პუნქტები ზედმიწევნით შესრულდა და დადასტურდა. ახალი დავალებით დაიბეჭდა პლაკატები, სადაც ხალხს მაქსიმალურად ხშირად უნდა გაუმეორონ და დაამახსოვრონ როზნერის გზავნილები.
0
0