17/03/2023
11:11
სამართალი

თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.
მომხდარზე გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბაბუა საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს საღამოს 9 საათის შემდეგ ეძებდნენ. დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.
"12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ...," - აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს.
რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/03/2023