05/09/2024
15:07
საზოგადოება
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელი, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ბაქრაძე კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაიბარეს.
"კულტურის სამინისტროში გამონათქვამთან დაკავშირებით დამიბარეს, რამაც დისკუსია გამოიწვია. ახსნა-განმარტება მივეცი კულტურის სამინისტროს გამონათქვამთან დაკავშირებით.. მერე ვნახოთ კიდევ რა ნაბიჯები გადაიდგმება." - განაცხადა ბაქრაძემ მედიასთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა რომ მისი გამონათქვამის გამო შესაძლოა დისციპლინარული საკითხი დადგეს, ბაქრაძემ განაცხადა, რომ "სრულიად შესაძლებელია. ამას გადაწყვეტს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა.
არასწორი სიტყვა გამოვიყენე. რომ მეთქვა მაგალითად გახუნებული სახეები, იგივე ასოციაციას არ გამოიწვევდა.
რასაკვირველია თუ ვინმემ თავის თავზე მიიღო ან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ძალიან ვწუხვარ ამის თაობაზე."
ცნობისთვის, გუშინ ბაქრაძემ ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: "არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით და არა ისეთი, ბოდიში და ნახმარი სახეები”.
0
0