12/09/2024
20:07
პოლიტიკა
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩამოსული იყვნენ ერთ-ერთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსნები და საუბრის დროს ასეთი თემა წამოიჭრა, რომ აი, რომ გვეუბნებოდით, რომ ომში უნდა ჩაერთოთ, როგორც ჩანს, მაშინ ჩვენ ვცდებოდითო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეტერთმეტე ნომერმა სოზარ სუბარმა.
„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩამოსული იყვნენ ერთ-ერთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსნები, რომლებსაც შეხვედრა ჰქონდათ ჩვენი სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან და საუბრის დროს ასეთი თემა წამოიჭრა, რომ აი, რომ გვეუბნებოდით, რომ ომში უნდა ჩაერთოთ, რომ თქვენ გყავთ ძლიერი ჯარი, აბა როგორ გინდათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დღევანდელი გადასახედიდან ხომ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდაო?! ჰო, როგორც ჩანს, მაშინ ჩვენ ვცდებოდითო. ისინი ცდებოდნენ და არა მგონია ამ შეცდომის გამო ბოდიში მოეხადათ და საქართველო დღეს არ იქნებოდა. მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიბრძნემაც ჩვენ შეგვაძლებინა მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0