11/11/2022
11:17
პოლიტიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პარტიაში მოსალოდნელ არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი უპრეცედენტოდ ღია უნდა იყოს და მასში 50 ათასზე მეტმა მხარდაჭერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
“ეს არჩევნები უპრეცედენტოდ ღია უნდა იყოს. ფანტასტიური იყო, როცა ნიკა მელიამ 13 ათასი ხმა მიიღო. ეს პირველი გამოცდილება იყო და მაშინ დაახლოებით 20 ათასი ამომრჩეველი მონაწილეობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან აქტიური არჩევნები და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს 50 ათასმა და მეტმა ადამიანმა”, განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ემიგრანტებსაც მიეცემათ და მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევა ახალი თავმჯდომარე. გარდა ამისა, პარლამენტარი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიაში ერთიანობა შენარჩუნდება და “დაპირისპირებაც აღარ იქნება”.
“ემიგრანტებს აქვთ უფლება, ჩაერთონ არჩევნებში და ხმა მისცენ იმ კანდიდატს, ვისზეც ფიქრობენ. ნიკა მელიამაც ახსენა და აბსოლუტურად მივესალმები, რომ ათი ათასობით ჩვენს მხარდამჭერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა და როცა 50 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ასეთი ლეგიტიმაცია როცა ექნება თავმჯდომარეს, ძალიან კარგადაც რომ გავძლიერდებით. ერთმანეთს ხელსაც რომ ჩამოვართმევთ და მერე ბრძოლასაც რომ ერთად გავაგრძელებთ, მერე იკრიჭოს ირაკლი კობახიძემ და გვითვალოს, ვინ ვის და სად უპირისპირდება. დაივიწყოს ყველამ, პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ იქნება. ის რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, არაფერს ნიშნავს," აცხადებს ხაბეიშვილი.
0
0