
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი იანვარში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, „როიტერს“ ოთხმა წყარომ განუცხადა, რომ კელოგმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იანვრიდან დატოვება დააანონსა.
როგორც მედია წერს, ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის უკრაინის მთავარი დამცველის დაკარგვას ნიშნავს.
„როიტერის“ ცნობით, თეორიულად, ასეთი წარმომადგენლები სენატმა უნდა დაამტკიცოს, რათა ისინი 360 დღის განმავლობაში თანამდებობაზე დარჩნენ.
მედია ასევე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ადმინისტრაციიდან წასვლა კიევისთვის არასასურველი ამბავი იქნება, რადგან მას ევროპელი დიპლომატები, მათ შორის უკრაინელებიც, „თანამგრძნობ“ პიროვნებად აღიქვამდნენ.
0
0