
14-17 იანვარს კანადის პრემიერ-მინისტრი, თითქმის ათი წლის განმავლობაში არსებული დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, ჩინეთში ჩავა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც მედია წერს, ეს იქნება კანადის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი პეკინში 2017 წლის შემდეგ და შესაძლოა, ეს ნიშნავდეს კრიტიკულ ცვლილებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მარკ კარნი 16 იანვარს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
კანადის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პეკინთან სავაჭრო საკითხებში პროგრესი იქნება, თუმცა ზოგიერთი ტარიფის საბოლოოდ გაუქმება არ მოხდება.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა წყარომ აღნიშნა, რომ შეთანხმებები შეიძლება, მოიცავდეს კანადური ნავთობის ექსპორტის გაზრდას ჩინეთში.
კარნის ვიზიტი ჩინეთში შაბათამდე გაგრძელდება, შემდეგ კი კანადის პრემიერ-მინისტრი კატარს ეწვევა, ხოლო მომავალ კვირას დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება.
0
0