
7 მაისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მზე იქნება. +23 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზე იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წმზეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
0
0