28/07/2023
14:16
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი.
29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1-ელ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოშიუნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.
ამინდი თბილისში 👇
თბილისში 1-ელ აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.
0
0