
არჩილ თალაკვაძემ დღეს პლენარულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკაში“ ისაუბრა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განმარტა რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხზე კენჭისყრის დროს.
„რეალურად, დღეს მოხდა ის, რომ როგორც კანონმდებლობაში არის ჩადებული, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს ჩვენგან, ოპოზიციის მონაწილეობით ხდებოდა საბჭოს კანდიდატების შერჩევა სასამართლო სისტემაში. როგორც კი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მისცა ხმა მათთვის მისაღებ კანდიდატებს, ვნახეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მყისიერად მიიღეს დავალება და ერთმანეთს მოუწოდეს, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ დარბაზი. სწორედ ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან შეფასება, რომ ეს იყო ევრორეკომენდაციების საბოტაჟი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ თავისი ჩვეული ძალადობრივი მიდგომებით დააშანტაჟა რადიკალური ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი და ისინი პრაქტიკულად ორკესტრირებულად გაიყვანა დარბაზიდან. მტაცებელს რომ ცეცხლს დაანახებ და გარბის აი ასე გაიქცნენ, როგორც კი დაინახეს, რომ რაღაცაზე შეიძლებოდა შეთანხმება და კონსენსუსი შემდგარიყო“, - განაცხადა თალაკვაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. ტრისტან ბენაშვილმა, გიორგი გზობავამ და ზურაბ გურასპაშვილმა 90-ზე მეტი ხმა მიიღეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაში ხუთმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 4 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026