როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, შევწყვეტ შიმშილობას, მანამდე შანსი არაა! - ელენე ხოშტარია
A-
+A

მოძრაობა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია შიმშილს არ შეწყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“• მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ)
• ყოველდღე მოდის ექიმი
• ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე
• ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს
• ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე
• არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი.
აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში.
როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია, შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა!
შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ,”- წერს ელენე ხოშტარია.
0
0
476
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%