15/09/2022
13:15
პოლიტიკა
წარმოიდგინეთ, რომელიმე სხვა ქვეყანაში უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე პოლიტიკაში შევიდეს, ეს ხომ აბსურდია, ასეთი რამ არ ხდება. ამასთანავე, მას დაუგროვებია 5 მილიონი დოლარის ქონება. გვიჩნდება გარკვეული ეჭვები, რომ ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, კარგად ანაზღაურებადია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ბექა მამარდაშვილს საერთოდ არ ვიცნობ. ჩემთან თუ მოჰქონდა კრებსები, როგორ შეიძლება არ ვიცნობდე ამ ადამიანს? სრული აბსურდია. ადამიანს არ ვიცნობ, რომ მაჩვენოთ, სახეზე არ ვიცი. საუბარი იყო იმაზე, თითქოს 5 წლის წინ ორჯერ ვიყავი სახლში ასული. 5 წლის წინ მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, სოსო გოგაშვილი კი სუსის უფროსის პირველი მოადგილე იყო. რა შეთავაზება უნდა გამეკეთებინა დასაქმებასთან დაკავშირებით? ესეც სრული აბსურდია. თვითონ იხლართებიან საკუთარ აბსურდში. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ვახშამზე დამპატიჟა და ვიყავი მისული, მათ შორის ხათრითაც. ადამიანურად ძალიან მძიმეა, როდესაც მერე ამას რაღაცისთვის იყენებ. იქ არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს იქნებოდა 2020 წელი, საპარლამენტო არჩევნებამდე. მახსოვს, გახარია იყო მაშინ პრემიერი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. რაც შეეხება შეთავაზებას, მისი მხრიდან იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით. გარკვეული პერიოდი გვყავდა ის პარტიაში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დაახლოებით 5-6 თვე. ამის შემდეგ, როცა პარტიაში აღარ იყო, რამდენჯერმე გვთხოვა დასაქმება - მეც და სხვებს პარტიაში. თუმცა პრობლემებიდან გამომდინარე, უარი ვუთხარით. ეს პრობლემები ახლა საზოგადოების სამსჯავროზეა. წარმოიდგინეთ, რომელიმე სხვა ქვეყანაში უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე პოლიტიკაში შევიდეს, ეს ხომ აბსურდია, ასეთი რამ არ ხდება. ამასთანავე, მას დაუგროვებია 5 მილიონი დოლარის ქონება. გვიჩნდება გარკვეული ეჭვები, რომ ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, კარგად ანაზღაურებადია“, - აცხადებს კობახიძე.
0
0