-share.jpg)
როგორ შეიძლება გვარამიას ხელში მომავალი მშვიდობიანი იყოს?! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არა მარტო გვარამია, არამედ მისი თანამზრახველები პირდაპირ ამბობენ, მათი მოსვლის შემთხვევაში რა ჩატარდება ქვეყანაში - იმუქრებიან. როცა გვარამია ე.წ. მედიამენეჯერი იყო, მაშინ უფრო იყო რადიკალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პოლიტიკურ პროცესებს წარმართავდა. პირდაპირ გამოდიოდა და მითითებებს აძლევდა რადიკალურ ოპოზიციას როგორ მოქცეულიყვნენ - ეს ხალხს ახსოვს. თუ პოლიტიკაში გადაწყვეტს მოსვლას, იმაზე მეტი რა უნდა გააკეთოს?!“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ნიკა გვარამიამ პოლიტიკაში დაბრუნებასა და მის გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, მისი მიზანია ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენა. აქვე ისიც ირკვევა, რომ წარსულზე საუბარი ყოფილ მაღალჩინოსანს არ სურს.
0
0