“ასე ეხმაურებიან ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შესყიდვას და საქართველოში დაბრუნებას.” - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაზიარებულ გიორგი ჩუბინიძის პოსტს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ უმჯობესი იქნებოდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება,რომლის ეროვნულ მუზეუმს, ბიბლიოთეკას და სხვა კულტურის დაწესებულებებს ექნებათ იმდენი ბიუჯეტი, რომ თავად შეიძინონ მსგავსი ექსპონატები.
ეხვაიას თქმით, "მთელი დღეა შურში, ღვარძლში და მიზანთროპიაში იხარშებიან და რაღაც მესიჯის გამოყვანას ცდილობენ, ამასობაში რამდენი სიბეცე წამოროშეს და ბოლოს, დიდი გარჯის შემდეგ, აი, ამ "უნაკლო პასაჟზე" შეჯერდნენ."
"👉 ასე ეხმაურებიან ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შესყიდვას და საქართველოში დაბრუნებას.
მთელი დღეა შურში, ღვარძლში და მიზანთროპიაში იხარშებიან და რაღაც მესიჯის გამოყვანას ცდილობენ, ამასობაში რამდენი სიბეცე წამოროშეს და ბოლოს, დიდი გარჯის შემდეგ, აი, ამ "უნაკლო პასაჟზე" შეჯერდნენ..
მოკლედ, ამათი კულტურული და ინტელექტუალური გაქანების საზომი არის "გმირი" ლაზარე და ტყუილად იღლით თავს, სახელმწიფოებრივი, ეროვნული და კეთილი საქმის აღქმა საერთოდ არ აქვთ.
მიუშვით, ბოლომდე ჩაჰყვნენ ამ სიგიჟის მორევს." - წერს ეხვაია
0
0