
ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრების შესახებ ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, თუ როგორ დაუთმეს იტალიელებმა რიგი, “ნაპოლი-ემპოლის” თამაშზე მისულ ქართველებს.
"გუშინ ნაპოლი ემპოლის შეხვდა, ისევ მოიგო (რა თქმა უნდა)… ხვიჩა ძირითადში იყო…
მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარეთ ინტერვიუებს ვწერდი, როცა რაღაც მომენტში, ქართველების პატარა ჯგუფი გამოჩნდა, მხრებზე ქართული დროშებით და ხვიჩას მაისურებით და დროშებით… ამაყები, ლაღები.
მაშინვე ობიექტივი მათკენ მივაბრუნე… მშვიდად ჩადგნენ გრძელ რიგში, მაგრამ უცებ მართლა საოცრება მოხდა (თუ რატომ საოცრება, ამას ქართველი ემიგრანტები კარგად მიხვდებიან). რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი, ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, გზა დაუთმეს ქართველებს.
იქაც ცრემლი წამომივიდა და ახლაც ბურთი გამეჩხირა ყელში.
მადლობა ხვიჩა!
მადლობა იტალია!
Fორცა ნაპოლი სემპრე!
სტატიას ვწერ და ამ ეპიზოდს აუცილებლად შევიყვან", - წერს ჟურნალისტი.
როგორც ცნობილია, გუშინ სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლის“ 2:0 სძლია.
0
0