
როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ 3,7 მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია უცებ დასავლეთისგან შეტრიალდეს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთსა და რუსეთს მიმართოს? - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა:
ვფიქრობ, ტრამპიც რეალისტია, მთავარი გზავნილი, რაც მის ინაუგურაციაზე გავიგე, იყო ის, რომ ის საუბრობს ძლიერ ამერიკაზე. აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ 3,7 მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია უცებ დასავლეთისგან შეტრიალდეს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთსა და რუსეთს მიმართოს? და რას აკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა დაკეტილია ამერიკული ფლოტისთვის? ასე რომ, არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი უნდა დაუპირისპირდეს, სხვადასხვა იდეოლოგიური სიმპათიების მიღმა
0
0