11/07/2023
12:45
საზოგადოება
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა 17 ივლისიდან კვლავ მოსალოდნელია მცირე წვიმა დასავლეთ საქართველოში.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჯერჯერობით მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება მიმდინარე უამინდობას,ეს ქვეყანაში ცივი ჰაერის მასების შემოსვლით იყო განპირობებული.
"დღეს, 11 ივლისს შენარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები, უფრო დასავლეთ საქართველოში. თუმცა დღის მეორე ნახევრიდან წვიმის ინტენსივობა იკლებს. ისეთ ინტენსივობით აღარ იწვიმებს, როგორც გუშინ და წუხელ. ასევე აღარ ველოდებით ასეთი სიძლიერის ქარს.
ხვალიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს, მათ შორის ზღვისპირეთში. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს, ჯერ ძალიან არ დაცხება, მაგრამ 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ველოდებით, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. ეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება 16 ივლისამდე. 17-ში ისევ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში.
ისეთ სერიოზულ შემოჭრას ცივი მასების, რაც ახლა გვქონდა, არ ველოდებით. გუშინ და გუშინწინ უამინდობის შესახებ ვიცოდით უკვე. გუშინ საკმაოდ სერიოზული გაუარესება გვქონდა ამინდის" - ამბობს სონოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე.
0
0