
„უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში (1995 წლიდან), სამხრეთ კორეის ექვსი ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს და გაასამართლეს“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია ხალხის ძალის“ წევრი დავით.
ექსპერტი თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ არ ახსენებს ოპოზიცია სამხრეთ კორეას მაშინ როცა, საუბრობენ ჩრდილოეთ კორეის და საქართველოს მსგავსებაზე.
„როდესაც ჩვენი ნაც-შეპყრობილები საქართველოს „ჩრდილოეთ კორეას“ ადარებენ, გაუგებარია რატომ არ ახსენდებათ მეორე კორეა - სამხრეთის, თავისი პრეზიდენტების ესოდენ „მხიარული“ ისტორიული გამოცდილებით. უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში (1995 წლიდან), სამხრეთ კორეის ექვსი ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს და გაასამართლეს:
ჩუნ დუ-ჰვანი (პრეზიდენტი 1980 წლიდან 1988 წლამდე) - 1995 წელს დააკავეს კორუფციისა და სამხედრო გადატრიალების ბრალდებით. 1996 წელს მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა (მოგვიანებით შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით, შემდეგ კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთით). შეიწყალეს 1997 წელს.
ნო ტაე ვუ (პრეზიდენტი 1988 წლიდან 1993 წლამდე) - 1995 წელს დააკავეს კორუფციისა და სამხედრო გადატრიალების ბრალდებით. 1996 წელს მას მიესაჯა 22,5 წლით თავისუფლების აღკვეთა (მოგვიანებით შემცირდა 17 წლამდე). შეიწყალეს 1997 წელს.
როჰ მოო ჰუიუნი (2003–2008) - ის არ დაუკავებიათ, მაგრამ გამოძიება მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობდა. მან 2009 წელს თავი მოიკლა გამოძიების ზეწოლის გამო.
ლი მიუნ-ბაკი (პრეზიდენტი 2008 წლიდან 2013 წლამდე) - 2018 წელს დააკავეს კორუფციის, მექრთამეობისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. 2020 წელს სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობაში დატოვა. შეიწყალეს 2022 წელს.
პარკ გეუნ-ჰი (პრეზიდენტი 2013 წლიდან 2017 წლამდე) - 2017 წელს იმპიჩმენტის შემდეგ გადააყენეს. 2017 წელს დააკავეს კორუფციის, უფლებამოსილების გადამეტებისა და მექრთამეობის ბრალდებით. 2018 წელს მას მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა (მოგვიანებით გაიზარდა 32 წლამდე). შეიწყალეს 2021 წელს.
იუნ სოკ იოლი - თანამდებობიდან დროებით გადაყენებული, საომარი მდგომარეობის შემოღების გამო. 2025 წლის 15 იანვრიდან იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო 7 მარტს გათავისუფლდა პატიმრობიდან“, - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0