
მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მედია ჟურნალისტიკაზე, მედია სტანდარტზე, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნიკოლოზ გვარამია ნამდვილად არ წარმოადგენენ და ვერასდროს იქნებიან ამის წარმომადგენლები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„არის სურვილი იმისა, რომ ხელოვნური ბარიერები შეიქმნას საქართველოსთვის იმისათვის, რომ მან ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ობიექტური რეალობა. ამაზე თუნდაც ის მიანიშნებს, რა დროსაც გაიმართა ეს დებატები. მეორეს მხრივ ის მიანიშნებს, რომ როდესაც ვსაუბრობთ მედია ჟურნალისტიკაზე, მედია სტანდარტზე, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნიკოლოზ გვარამია ნამდვილად არ წარმოადგენენ და ვერასდროს იქნებიან ამის წარმომადგენლები. ძალიან ბევრი დასკვნა და შეფასებაა იმაზე, რომ საქართველოში არსებული მედია გარემო არის ძალიან თავისუფალი, არ არსებობს არანაირი წინაღობა, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს განცხადებები არ არის იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
0
0