23/12/2024
13:07
პოლიტიკა
ჯარი არ ნიშნავს, რომ მონურ მროჩილებაში უნდა იყვნენ ნებისმიერ რეჟიმთან, ჯარი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, იმავე აზრზე ვარ, რაზეც მამუკა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელმაც ქართულ ჯარს მიმართა, რომ „ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ და უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.
„არა მარტო 29 დეკემბრის შემდეგ, არამედ 29 დეკემბერსაც ინაუგურაციაზე, ტრადიციულად ასე ხდება ხოლმე, ფიცის დადება და ჯარის გამოყვანა. კი, ჯარი არ ნიშნავს, რომ მონურ მროჩილებაში უნდა იყვნენ ნებისმიერ რეჟიმთან. ჯარი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. როდესაც გყავს რუსული ხელისუფლება, კი, ნებისმიერი სამხედროს ვალია, რომ პირველ რიგში, არ დაემორჩილოს მას. იმავე აზრზე ვარ, რაზეც მამუკა, ამ შემთხვევაში“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ჯარის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვითარება უფრო ხომ არ გამწვავდება, ჯაფარიძის თქმით, „მარტივი რეალობა არ არის და დაუმორჩილებლობა ჯარის მხრიდან იქნებოდა სწორი ნაბიჯი“.
„სადმე წერია მამუკას განცხადებაში, რომ ტანკები გამოიყვანეთო? დაუმორჩილებლობა არის დაუმორჩილებლობა. მარტივი პროცესი არ არის და არც ჩვენ ვართ მარტივ რეალობაში. რუსები გვაზიან თავზე, ამიტომ არ არის მარტივი რეალობა და დაუმორჩილებლობა ჯარის მხრიდან იქნებოდა სწორი ნაბიჯი. კი, ვეთანხმები მამუკას, ცალსახად“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
0
0